ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ბელგიელი ჰანს კლიუგე გახდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ბელგიელი ჰანს კლიუგე გახდა.
აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს წარმომადგენელი, ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ნატა მენაბდე იყო. მენაბდემ გამარჯვებულ კანდიდატს სოციალურ ქსელში მიულოცა და წარმატება უსურვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესია კოპენჰაგენში მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.