ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა ორი პროცენტით მოიმატა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა ორი პროცენტით მოიმატა. ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი ტემპი ბრაზილიაშია.
ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა აღმოსავლეთ ევროპაშიც. ჩეხეთში ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების რიცხვის მატების გამო საავადმყოფოებში სამხედროები და სტუდენტებიც მუშაობენ. ამასთან ერთად ჩეხეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს. ამჟამად ჩეხეთში პანდემიის მესამე ტალღაა. ჰოსპიტალში მოთავსებულია 1 780 მძიმე მდგომაროებაში მყოფი პაციენტი. ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი კარანტინი
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა ბულგარეთში, სადაც ერთ დღეში 3 500 ახალი პაციენტი აღრიცხეს. ბულგარეთის საავამდყოფოებში ასევე რთული მდგომარეობაა და საწოლები აღარ ჰყოფნით.
ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ეპიდემიოლოგიური მდგომაროება კვლავ რთულია საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედარებით ნაკლები, 15 ათასი შემთხვევაა აღრიცხული პოლონეთში. დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში და ესპანეთში ვირუსის გავრცელების ტემპი იკლებს.
გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე ევროპაში დიდი ბრიტანეთია, სადაც 125 ათასი პაციენტი დაიღუპა და იტალია, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.