ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნაცვლად, ვაქცინების შედარებით ღარიბი სახელმწიფოებისთვის მიწოდების მომხრეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნაცვლად, ვაქცინების შედარებით ღარიბი სახელმწიფოებისთვის მიწოდების მომხრეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ​ი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ბუსტერი დოზების განვითარებადი ქვეყნებისთვის შენახვის მომხრეა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ის ე.წ. ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას ეწინააღმდეგება და ვაქცინების შედარებით ღარიბი სახელმწიფოებისთვის მიწოდების მომხრეა.

მისი თქმით, მიესალმება იმუნიტეტის გაძლიერებას, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპი შენარჩუნებულია ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო.

გებრეიესუსის თქმით, ამ მომენტისთვის სრულად ვაქცინირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის მესამე დოზის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს და ვაქცინები შენახულ უნდა იქნას იმ ჯგუფებისთვის, სადაც ავადობა და სიკვდილიანობა მაღალია.

საკუთარ მოქალაქეებს მესამე, ე.წ.ბუსტერი დოზებით აცრისკენ უკვე მოუწოდეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. მესამე დოზით იცრება მოსახლეობა ისრაელშიც.