ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ვაქცინა უსაფრთხოა და მისი გამოყენება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც შეიძლება.
ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორჯერ უნდა გაკეთდეს, პირველი და მეორე დოზის მიღებას შორის კი ინტერვალი 8-12 კვირა უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, ამის მიზეზად კი დასახელდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ნაკლებ ეფექტურია ვირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია აღმოჩენილი.