ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინაში 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ, ხოლო მოხუცები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, საჭირო მედიკამენტების გარეშე გადაადგილდებოდნენ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინა უკვე 3 557 მილიონმა ადამიანმა დატოვა. სააგენტოს თქმით, კონფლიქტი თუ გაგრძელდება, ლტოლვილთა რაოდენობა ორგანიზაციის მიერ ომის დასაწყისში ნავარაუდებ რიცხვს – ოთხ მილიონს გადასცდება.