ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ 2022 წელს დასრულდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ.
მისივე თქმით, ვირუსი სრულად არ გაქრება და გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსის ახალი შტამი ჩნდება ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 112 მილიონს გადააჭარბა.