ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სუდანში კონფლიქტის შედეგად ლაბორატორიის შენობის დაკავება ბიოლოგიურ საფრთხეს აჩენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სუდანში კონფლიქტის შედეგად ლაბორატორიის შენობის დაკავება ბიოლოგიურ საფრთხეს აჩენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სუდანში კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მხარის მიერ ლაბორატორიის შენობის დაკავება ბიოლოგიურ საფრთხეს აჩენს. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვის აქვს დაკავებული სუდანის დედაქალაქ ხართუმში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია.

მათივე თქმით, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბიოლოგიური და ქიმიური მასალები ინახება.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში „ბიბისის“ განუცხადეს, შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის, გარდა ამისა, ელექტროენერგიის გარეშე, შესაძლოა, ლაბორატორიაში შენახული სისხლის პაკეტები გაფუჭდეს.

შეგახსენებთ, რომ სუდანში 15 აპრილიდან ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ამის გამო სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ევაკუაცია ხორციელდება.