ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ, ჩინეთს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება აიძულონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ, ჩინეთს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება აიძულონ.
აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ძალაუფლება, ვინმე ამასთან დაკავშირებით აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას, ასევე ამ საქმეში შეტანილ წვლილს“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.
2021 წელს ჩინეთში ჩასულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა ვირუსის შესახებ სრულ მონაცემებზე. თუმცა, მაშინ საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსიის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
შეგახსნებთ, „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების განკარგულება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა. აშშ-მა მოუწოდა ჩინეთს, ვირუსის გავრცელების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაასაჯაროოს.