ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით 14-დღიანი კარანტინი უნდა შენარჩუნდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით 14-დღიანი კარანტინი უნდა შენარჩუნდეს

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით 14-დღიანი კარანტინის ვადა უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის საგანგებო მდგომარეობის ოფიცერმა, კატერინ სმოლვუდმა განაცხადა.

გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, რეკომენდაცია ეფუძნება ვირუსის ინკუბაციის პერიოდთან და გადაცემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო გაგებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ევროპაში სერიოზული ვითარებაა.

კარნატინის პერიოდი ევროპაში ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საფრანგეთში დაკვირვების მიზნით, კარანტინში წასვლას შვიდი დღით ურჩევენ, ბრიტანეთსა და ირლანდიაში კი საკანტინო პერიოდი ათი დღით არის განსაზღვრული. პორტუგალია და ხორვატია რეკომენდებული საკარანტინო ვადის შემცირებას განიხილავენ.