ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰიდროქსიქლოროქინის“ კვლევას აჩერებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ჰიდროქსიქლოროქინით“ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის ცდები შეჩერდა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება, ახალი ტიპის კორონავირუსზე გავლენას არ ახდენს.
გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, „ჰიდროქსიქლოროქინი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ვერ ამცირებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს კვლევებს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და პაციენტების რეაბილიტაციის მიზნით „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების მიმართულებით.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა.