ჯანდაცვის კომიტეტის შვიდი წევრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია
ჯანდაცვის კომიტეტის შვიდი წევრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია.
დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე და დიმიტრი მხეიძე საკანონმდებლო პროექტით გათვალისწინებულ ნორმებს მხარს არ უჭერენ.
ისინი ამ თემაზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
ამ წუთებში დიმიტრი ხუნდაძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ხვდება.
კომიტეტის სხდომა ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმი ვერ შედგა.