ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა
თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, იალოვის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, სახლი სამანლის დასახლებაში მდებარეობს, თუმცა მედიისთვის უცნობია მისი მფლობელის ვინაობა.
გამოძიების ფარგლებში, თურქეთის პროკურატურამ ჩხრეკა მანამდე სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოსა და ელჩის რეზიდენციაშიც ჩაატარა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალისტი დიპლომატიურ უწყებაში წამებით მოკლეს. მისი ცხედარი კი დაანაწევრეს და გადამალეს.
ჟურნალისტის მკვლელობას ოფიციალური ერ-რიადი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდა.
18 დღის შემდეგ კი, მას შემდეგ რაც ჯამალ ხაშოგის სისხლის კვალი საკონსულოში აღმოაჩინეს, ერ-რიადმა მკვლელობაში ბრალდებული 18 პირი დააკავა. აღნიშნულ პირებს სანქციები დაუწესა დასავლეთმა