ჯაბა ჭანტურია - დიდი ალბათობით, ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ეტაპს უმასპინძლებს
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისა და ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას თქმით, უახლოეს პერიოდში, ბათუმი ამ სახეობაში პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს.
„პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს – კომუნიკაცია მის ხელმძღვანელებსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, რომ ამ პროცესში ყოველმხრივ ჩაერთოს და მხარი დაგვიჭიროს.
სავარაუდოდ, აგვისტოში მკაფიოდ გვეცოდინება, ბათუმში რომელი ტურნირი და როდის ჩატარდება. დიდი ალბათობით, 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპს ვუმასპინძლებთ. ასეთ შემთხვევაში, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში ასაწყობი კონსტრუქციით დროებით მოედანს მოვაწყობთ“, – ამბობს ჭანტურია.