ქვიშის ფეხბურთი | ევროპის B დივიზიონი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა, მაგრამ პლეიოფში ითამაშებს #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | ევროპის B დივიზიონი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა, მაგრამ პლეიოფში ითამაშებს #1TVSPORT

ქვიშის ფეხბურთში, ევროპის B დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ნორვეგიას დაუპირისპირდა და 3:5 დამარცხდა.

იტალიის ქალაქ ალგჰეროში (სარდინია) მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა 7:1 სძლია მალტის ნაკრებს, ხოლო შვედეთს – 7:3. ნორვეგიასთან კი ბევრად რთული მატჩი გამოდგა და მეტოქემ პირველივე ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა.

პირველ ტაიმში ნორვეგიელები დაწინაურდნენ, შესვენებამდე დიაკვნიშვილმა სხვაობა შეამცირა – 3:1. მეორე ტაიმში ნორვეგიელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და უპირატესობა 5:1-მდე გაზარდეს, მაგრამ ბოლო წუთებზე ჯალაღანიამ და შამილაძემ სხვაობა შეამცირეს – 5:3.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი ასპროცენტიანი მაჩვენებლით (9 ქულა) ნორვეგია გავიდა.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ორი მოგებით ჯგუფიდან გავიდა და ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობს.