ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT

ქვიშის ფეხბურთში ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა.

ლიეტუვის ნაკრები გედრატისის და ნავიცკასის გოლებით 2:0 დაწინაურდა. დიაკვნიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მალე პლიტნიკასმა სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა. ჭვრიტიძის დარტყმით საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი ისევ გაუჩნდა.

გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრის ბოლო ნაწილი, რომელიც ლიეტუვის გუნდმა უკეთესად ჩაატარა. ნოვიჩკოვასმა ბალტიისპირელები კვლავ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი მაკუტუნოვიჩიუსმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა: მალტა 7:1 დაამარცხა, შვედეთი – 7:3, ხოლო ნორვეგიასთან 3:5 დამარცხდა.