ქვიშის ფეხბურთი | მეტოქეები ცნობილია - საქართველო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | მეტოქეები ცნობილია - საქართველო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები საბერძნეთს, ყაზახეთსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება. B დივიზიონის გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

ნახევარფინალის და შესაბამისად A დივიზიონის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. B დივიზიონის თამაშებს 27-31 ივლისს მოლდოვას დედაქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ხვიჩა მახარაძე, ზურაბ ბორჩაშვილი

წინა ხაზი: კახი თოდაძე, ლევან ფარტენაძე, გიორგი ჟორდანია, სპარტაკ ლომიძე, მალხაზ შამილაძე, გოჩა მახარაძე, ზურაბ შამილაძე, დავით ჯალაღანია, გიორგი დიაკვნიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ თოდაძე

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე

27 ივლისი

საქართველო – საბერძნეთი 17:00

28 ივლისი

ყაზახეთი – საქართველო 13:00

29 ივლისი

საქართველო – ნორვეგია 13:00