„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
ამასთან, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში გუშინ, 15 ივლისს გამოქვეყნდა.