ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა
ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 65 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 43 ფაქტი, გურიაში – რვა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 44 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – ორი ფაქტი, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლის მასშტაბით – 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 44 ფაქტი. თბილისის მასშტაბით ორი ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.