შსს - სამცხე-ჯავახეთში ბოლო შვიდ თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის  285  ფაქტია გამოვლენილი
შსს - სამცხე-ჯავახეთში ბოლო შვიდ თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის  285  ფაქტია გამოვლენილი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო შვიდ თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის  285  ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ბოლო 7 თვის განმავლობაში (2017 წლის  აგვისტოდან დღემდე) გამოვლენილი იქნა:
•    ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 285 ფაქტი;
•     წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული და დალუქული იქნა ხე-ტყის უკანონოდ გადამზიდავი 222 ავტოსატრანსპორტო საშუალება;
•     გამოვლენილი და დალუქული იქნა 30 არარგისტრირებული ლენტური სახერხი საამქრო“, – აცხადებენ შსს-ში.