შსს - სამცხე-ჯავახეთში ბოლო შვიდ თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 285 ფაქტია გამოვლენილი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო შვიდ თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 285 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ბოლო 7 თვის განმავლობაში (2017 წლის აგვისტოდან დღემდე) გამოვლენილი იქნა:
• ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 285 ფაქტი;
• წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული და დალუქული იქნა ხე-ტყის უკანონოდ გადამზიდავი 222 ავტოსატრანსპორტო საშუალება;
• გამოვლენილი და დალუქული იქნა 30 არარგისტრირებული ლენტური სახერხი საამქრო“, – აცხადებენ შსს-ში.