შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 11 ფაქტი გამოავლინა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 11 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებში მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.

ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).