ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი და დიზაინერი ივანკა ტრამპი საკუთარ ბრენდს აუქმებს. ასევე დაიხურება ნიუ-იორკში მდებარე მისი კომპანია და ყველა მაღაზია.
კომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა, აბიგეილ კლემმა ამერიკულ გამოცემა the Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
„მე და კიდევ 18 თანამშრომელს ივანკამ მოულოდნელად შეგვატყობინა, რომ კომპანია უახლოეს დღეებში დაიხურება“, – ამბობს აბიგეილ კლემი.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ივანკა ტრამპს მისი ბიზნესის გამო მედია ხშირად აკრიტიკებს. კრიტიკის მთავარი მიზეზი თეთრ სახლში მიღებებზე ივანკა ტრამპის, თავისივე ბრენდის სამოსოში გამოჩენა გახდა. მედიაში ხშირად წერდნენ, რომ ამ ქმედებით ივანკა ფედერალურ კანონს არღვევდა.