ივანკა ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი არ გახდება
ივანკა ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი არ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ ნიკი ჰეილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მის ადგილს არ დაიკავებს და გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი არ გახდება.

ივანკა ტრამპი წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა შესანიშნავი კანდიდატურა შეარჩია ამ თანამდებობაზე.

დონალდ ტრამპმა სინანულით თავად აღნიშნა, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად საკუთარ ქალიშვილს ვერ დანიშნავს, რადგანაც ამის გამო მას გააკრიტიკებენ.

ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დინა პაუელის კანდიდატურას განიხილავს. ამჟამინდელი წარმომადგენელი – ნიკი ჰეილი თანამდებობას 2018 წლის ბოლოს დატოვებს.