ემინემი აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის მიმართ მუქარის გამო დაკითხეს
ემინემი აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის მიმართ მუქარის გამო დაკითხეს

ემინემი აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის მიმართ მუქარის გამო დაკითხეს.

საქმე ეხება ცნობილი ამერიკელი რეპერის ერთ-ერთ სიმღერას. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, ემინემის სიმღერის ტექსტი ივანკა ტრამპის მიმართ მუქარას შეიცავდა.

კერძოდ სიმღერის ტექსტში რეპერი დონალდ ტრამპს დისნეის პერსონაჟ იხვ დონალდს ადარებს და ივანკა ტრამპის მკვლელობაზე საუბრობს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები რეპერთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც სიმღერის ტექსტზე საჩივარი ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ცნობილი რეპერი 2018 წელს დაკითხეს, თუმცა გადაწყდა, რომ ემინემის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყებოდა.