საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20 პროცენტით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ჩინეთი.

ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, აშშ, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი ბრენდი, მსოფლიოს 27 ქვეყანაში კი, ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი ჭაჭა.

მთლიანად საანგარიშო პერიოდში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა თანხამ 284 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი