„იუთუბი“ ნებისმიერი სამედიცინო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას დაბლოკავს
„იუთუბი“ ნებისმიერი სამედიცინო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას დაბლოკავს

იუთუბი“ პლატფორმის გამოყენების პოლიტიკას ამკაცრებს. ახალი წესები ნებისმიერი სამედიცინო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე ვრცელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ვიდეო-ჰოსთინგი დაიწყებს იმ შინაარსის მასალის ამოღებას, რომელიც კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებულ ნებისმიერ ვაქცინას ეჭვქვეშ დააყენებს და ეს არ ეხება მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

ეს აკრძალვა ნებისმიერ საინფორმაციოს თუ მედიას ეხება, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინები საშიშია ან იწვევს რაიმე ქრონიკულ დაავადებას“, – ციტირებს „ბლუმბერგი“ კომპანიას.

მიმდინარე წლის განმავლობაში „იუთუბმა“ საკუთარი პლატფორმიდან ვაქცინების თაობაზე 130 000 ყალბი ვიდეო წაშალა, მაგრამ „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მასალების კონკრეტულმა რაოდენობამ შეძლო აკრძალვების გვერდის ავლა და ამის გამო ვიდეო-ჰოსტინგმა პოლიტიკა გაამკაცრა.