დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ.
პირველ საკითხადაა ჩანიშნული უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლის განაცხადის განხილვა.
საბჭო ასევე იმსჯელებს არამოსამართლე წევრების სარგოს განსაზღვრაზე. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. ჯერ უცნობია, რა სახის ცვლილებები შედის აღნიშნულ წესში.
საბჭო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში პალატების შემადგენლობის განსაზღვრის საკითხს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.