ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამ კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოს დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევა
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამ კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოს დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის ასარჩევად კენჭისყრა დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება.

კობახიძის თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

„დიდი იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევა. გაგრძელდება კონსულტაციები და ვნახოთ, დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კენჭისყრა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.