დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაა ჩანიშნული.
საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავს. მათ შორის არის სასამართლოს 2017–2021 წლების სტრატეგიის მიმოხილვა. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა.
საბჭო ასევე იმსჯელებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღზე, რომელიც მაისი-ივნისის თვეში უნდა ჩატარდეს.
გარდა ამისა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ტექნიკური საკითხები შედის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.