უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან აქცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
112.ua-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ლუცენკოს სახლთან 200 ავტომობილით მივიდნენ.
უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეებმა აქცია გამართეს. მათ ლუცენკოს სახლთან მათ ლუცენკოს სახლთან ე.წ. პლედები მიიტანეს.
აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. ლუცენკოს სახლთან ბლოკ “პეტრო პოროშენკოს” დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა.
დეპუტატსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი ლუცენკოს სახლთან თანხის გამო იყვნენ შეკრებილი.
მედიის ინფორმაციით, თავად გენერალური პროკურორი სახლში არ იმყოფებოდა.