იტალიური პრესა - მაურო იკარდის მუნდიალზე ლეო მესის გამო არ წაიყვანენ
მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი არგენტინის ნაკრების განაცხადში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.
თავდამსხმელმა არ მიიღო მიიღო მიწვევა ნაკრებიდან ბოლო ორ ამხანაგურ მატჩზე და მას არც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას მისცემენ. როგორც Calciomercato წერს, იკარდიმ ვერ გამონახა საერთო ენა ლიონელ მესისთან და საერთოდ, ვერ მოერგო „მესის კლანის“ ფილოსოფიას.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დასაწყისი ის მომენტი გახდა, როცა იკარდიმ ნაკრების ყოფილ ფორვარდს მაქსი ლოპესს მეუღლე „წაართვა“.
მაურო იკარდის სერია A-ს წლევანდელ გათამაშებაში 24 გოლი აქვს გატანილი.