იტალიის საელჩო თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში იტალიის საელჩო.
„ჩვენი სამძიმარი საქართველოს და თბილისში მoმხდარი საშინელი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს“, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.