იტალიის პრეზიდენტმა ჯუზეპე კონტეს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად შესთავაზა
იტალიის პრეზიდენტმა ჯუზეპე კონტეს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად შესთავაზა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯუზეპე კონტეს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად შესთავაზა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა, უგო ჯამპეტმა განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალური მდივნის განცხადებით, ჯუზეპე კონტემ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს. ის პასუხს პრეზიდენტის ადმინისტრაციას აცნობებს. დასტურის შემთხვევაში ჯუზეპე კონტე მინისტრთა ახალი კაბინეტის სიას წარადგენს.

იტალიის პოპულისტურმა კოალიციამ ჯუზეპე კონტეს კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა. სამართლის პროფესორს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. მას უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და არც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია.