იტალიის პოლიცია მოდილიანის ყალბი გამოფენის ორგანიზატორებს ეძებს
იტალიის პოლიცია მოდილიანის ყალბი გამოფენის ორგანიზატორებს ეძებს

იტალიის პოლიცია ქალაქ გენუაში, გასული წლის მარტში გამართული გამოფენის ორგანიზატორებს ეძებს.

ექსპრესიონისტი მხატვრის ამადეო მოდილიანის ნახატები 2017 წელს, ოთხი თვის განმავლობაში იყო საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი.

გამოფენა მას შემდეგ დაიხურა, რაც ნახატების ავთენტურობის ეჭვი გაჩნდა.

ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაადგინეს, რომ ოცი ნამუშევარი, რომელიც დამთვალიერებელს შესთავაზეს, ყალბი იყო .