გენუაში ხიდის ჩამონგრევის ადგილზე ხუთ ადამიანს კვლავ ეძებენ

01:06, 18.08.2018

ხუთი ადამიანი გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შემდეგ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში აცხადებენ. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე, 38 ადამიანი, დაშავებულთაგან კი ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის დიდი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩაინგრა და სასაწყობე ნაგებობებსა და რკინიგზას დაეცა. კატასტროფის დროს ხიდზე 30-ზე მეტი ავტომობილი იმყოფებოდა.

მსგავსი