ხუთი ადამიანი გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შემდეგ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში აცხადებენ. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე, 38 ადამიანი, დაშავებულთაგან კი ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის დიდი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩაინგრა და სასაწყობე ნაგებობებსა და რკინიგზას დაეცა. კატასტროფის დროს ხიდზე 30-ზე მეტი ავტომობილი იმყოფებოდა.