იტალიაში მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიის ქალაქ ბარიში პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავა. დაკავებული 34 წლისაა.
გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე სანტა კატერინას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტიდან რამდენიმე ნივთის მოპარვას ცდილობდა, როდესაც მაღაზიის დაცვამ შეამჩნია. დაკავების მცდელობისას მან დაცვის ოფიცერი დაჭრა. მოგვიანებით კი, პოლიციამ ახლომდებარე ქუჩაზე დააკავა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულის ჩხრეკისას ამოიღეს დანა, რომლითაც მან მაღაზიის დაცვის თანამშრომელი დაჭრა.
გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ადრეც იყო შემჩნეული ქურდობაში.