შვეიცარიაში, საცხოვრებელ სახლში მძინარე ქართველი ქურდები ნახეს
შვეიცარიაში, საცხოვრებელ სახლში მძინარე ქართველი ქურდები ნახეს

შვეიცარიაში, სახლში მძინარე ქართველი ქურდები ნახეს. ინციდენტი ქალაქ პიან სან ჯაკომოში მოხდა.

როგორც შვეიცარიული მედია წერს, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს.

დილით ადგილზე მისულმა შვეიცარიელმა სახლში ორი მძინარე ქურდი ნახა. ისინი გაქცევას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.