იტალიაში სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10:21, 24.02.2019

იტალიაში სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ რუბიერაში მოხდა. 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მაღაზიიდან ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის მოპარვა სცადა. ქურდობის მცდელობა გამყიდველმა ქალმა შეამჩნია და მისი შეჩერება სცადა. მამაკაცმა გამყიდველს სცემა, რის შედეგად ქალი დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა.

დამნაშავე კარაბინიერბმა მალევე დააკავეს.

მსგავსი