ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია.

თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებზე მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. ასევე, შეძლეს კონტროლის აღება ისეთ სამხედრო პუნქტებზე, საიდანაც თავდასხმები ხორციელდებოდა ისრაელელ სამხედროებზე.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის დასრულების შემდეგ ისრაელმა უკვე მეორედ მიიტანა იერიში „ჯაბალიას“ ლტოლვილთა ბანაკზე.