ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასს“ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, რაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს
ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასს“ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, რაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მარკ რეგევმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მარკ რეგევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტოკოლონაზე იერიში მიიტანა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი აქამდეც აცხადებდა, რომ „ჰამასი“ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ სამხედრო სისტემები აქვს მოწყობილი.
ცნობისთვის, ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა გუშინ მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაღუპა.