ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაღუპა

11:56, 04.11.2023

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაღუპა.

მათივე ცნობით, ისრაელმა სასწრაფო დახმარების იმ ავტოკოლონაზე მიიტანა იერიში, რომლითაც ალ-შიფას საავადმყოფოდან დაშავებულები რაფას საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უნდა გადაეყვანათ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იერიშს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებით „ჰამასის“ მებრძოლები გადაჰყავდათ და შეიარაღება გადაჰქონდათ.

მსგავსი