ისრაელის შეიარაღებული ძალები ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს

23:49, 03.11.2023

ისრაელის შეიარაღებული ძალები ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდასხმამდე გაკეთებული შეფასებით, სასწრაფო დახმარების ავტომობილს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა და ავიადარტყმის შედეგად სწორედ მათი მებრძოლები დაიღუპნენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მართვის მეთოდია, ტერორისტი მებრძოლები და შეიარაღება სასწრაფო დახმარების ავტომობილებით გადაიყვანონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი