„როიტერი“ – კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების „გულწრფელ სურვილს“
Palestinians gather at the site of Israeli strikes on houses and residential buildings, amid the ongoing Israel-Hamas conflict, in Beit Lahiya, in the northern Gaza Strip October 20, 2024. REUTERS/Abdul Karim Farid
კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების „გულწრფელ სურვილს“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„კატარმა კონფლიქტის დაწყებისთანავე თქვა, რომ მათ შუამავლობა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე ავლენს ჭეშმარიტ ინტერესს გამოსავლის პოვნისადმი“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ მაღალჩინოსანმა, რომლის თქმითაც, კატარმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ „ჰამასს“, ისრაელსა და აშშ-ს უკვე აცნობა.
კატარი, აშშ-სა და ეგვიპტესთან ერთად აქტიურ შუამავალ როლს ასრულებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ოქტომბრის შუა რიცხვებში წარუმატებლად დასრულდა – მაშინ „ჰამასმა“ უარყო ცეცხლის შეწყვეტის მოკლევადიანი რეჟიმის შეთავაზება.
მანამდე, აშშ-ის მოთხოვნის შემდეგ კატარმა „ჰამასს“ განუცხადა, რომ მათი დიპლომატიური ოფისი დოჰაში უნდა დახუროს.