ისრაელის რამდენიმე ქალაქში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

23:18, 02.11.2024

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ყველა დარჩენილი მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს.

„ნეთანიაჰუ, არ დაგავიწყდეს, ისტორია არ გაპატიებს“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ზოგიერთ აქტივისტს ხელში ნეთანიაჰუს კრიტიკის შემცველი დიდი ბანერი ეჭირა. კრიტიკა შეეხებოდა ნეთანიაჰუს ოფისიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

„ჯაშუში ჩემს ოფისში? მე ვერაფერი დავინახე. ნეთანიაჰუ – სასარგებლო იდიოტი“, – ეწერა ბანერზე.

ანტისამთავრობო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა, მათ შორის თელ ავივში, კფარ საბაში, კარკურსა და ჰადერაში.​​​​​​​​​​​​​​​​

მსგავსი