ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა გააგრძელეს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობა. საკითხის განხილვა დღეს არ დასრულებულა. მომდევნო პროცესის შემდეგ უკვე მოსამართლე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მხარეების შუამდგომლობების დასაშვებობის საკითხზე.

ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მათ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურს უწოდებენ.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხელაშვილისა და დავითულიანის გამოკითხვა, რა შუამდგომლობასაც აყენებენ ჩვენი ადვოკატები. მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ ხდებოდა ორკესტრირება მათი მხრიდან და შემდეგ აღსრულება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ბრალდების მხარის მტკიცებულებები ჩვენს მიერვე იყო გასაჯაროებული თავიდანვე, იმ რამდენიმე სქრინის გარდა, როდესაც თედოსთან მქონდა მიმოწერა „ვოცაპით“. საინტერესო ისაა, რომ ხუსკივაძე საერთოდ არ ფიგურირებს იმ სქრინებში, ეს ორი სქრინი აქვთ და კიდევ მოწმეების ჩვენებებზე შემიძლია გითხრათ, რომ იურიდიული კოდიფიცირებისთვის რაც საჭიროა თავსართი და ბოლოსართი, ეგ რომ საქმიდან ამოვიღოთ, დაგვრჩება ორი ფარატინა ფურცელი, სადაც ბრალდების მოწმე ამბობს, რომ გარდაცვლილმა გობეჯიშვილმა უთხრა ასე. მორჩა, ეს არის მთლიანი მტკიცებულება“, – განაცხადა აკაკი კობალაძემ.