ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბრისთვის გადაიდო
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბრისთვის გადაიდო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულებაში, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბრისთვის გადაიდო.

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის პროცესზე დღეს ძირითადად დაცვის მხარის შუამდგომლობების წარდგენა მიმდინარეობდა. მტკიცებულებების დასაშვებობის ნაწილში ბრალდებულები „ქართული ოცნების“ წევრების, გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის მოწმეებად დაკითხვას ითხოვენ, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მმართველი გუნდის სპიკერები აკაკი ხისკივაძეს და აკაკი კობალაძეს ჯერ კიდევ დაკავებამდე ადანაშაულებდნენ. პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების დაკითხვა არ უნდა მოხდეს, რადგან მათ საქმესთან შემხებლობა არ აქვთ.

შემდეგი სხდომა 21 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე სავარაუდოდ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს.