თბილისში, ისანი-სამგორში, ნადარეიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. დაშავებული არავინ არის.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი