ნადარეიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

20:31, 19.11.2020

თბილისში, ისანი-სამგორში, ნადარეიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. დაშავებული არავინ არის.

მსგავსი