ირმა ნადირაშვილი - არ ვაპირებთ მანდატებზე უარის გაჭიანურებას, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს
ირმა ნადირაშვილი - არ ვაპირებთ მანდატებზე უარის გაჭიანურებას, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის პროცესს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა აღიარა, უახლოეს დღეებში მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. მისივე განცხადებით, რომ ოპოზიცია არ გააჭიანურებს ამ პროცესს.

„ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ნათელი. ავანგარდშიც ვართ მთელი ამ პროცესის. რა თქმა უნდა, დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება აღიარა პარლამენტმა, მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს ამ უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით და ჩვენ ამას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში. არ ვაპირებთ ამ პროცესის გაჭიანურებას. ტექნიკურად მიმდინარეობს შეთანხმებები, სამუშაოები ამ განცხადებების შესატანად და ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.